რუსული მხარე აცხადებს, რომ დაადგინა კიდევ ერთი პირი, რომელიც დარია დუგინას მკვლელობაში მონაწილეობდა.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, აფეთქების მოწყობაში მონაწილეობდა უკრაინის კიდევ ერთი მოქალაქე, ბოგდან ციგანენკო, რომელიც რუსეთში 30 ივლისს ესტონეთიდან შევიდა და ქვეყანა აფეთქებამდე ერთი დღით ადრე დატოვა.

რუსეთის მიხედვით, ციგანენკო ნატალია ვოვკს აძლევდა საჭირო ყალბ დოკუმენტაციას და ეხმარებოდა ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადებაში.

დარია დუგინა მოსკოვში მოწყობილი აფეთქების შედეგად დაიღუპა.

რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ საქმე ორ დღეში გახსნა, დამნაშავე კი უკრაინული სპეცსამსახურების თანამშრომელი, ნატალია ვოვკი იყო, რომელიც რუსეთში მცირეწლოვან შვილთან ერთად ჩავიდა.

დუგინა, ისევე როგორც მისი მამა, ალექსანდრე დუგინი რუსული პროპაგანდის გავრცელებით იყვნენ დაკავებულნი. ალექსანდრე დუგინი ახალი შოვინისტური გეოპოლიტიკური სკოლის წარმომადგენელია და გამოდის სლავი და საბჭოთა ხალხების გაერთიანების იდეებით.