რუსული მხარე კრემლის პროპაგანდისტის, ალექსანდრე დუგინის შვილის, დარია დუგინას მკვლელობაში ადანაშაულებს უკრაინის მოქალაქე ნატალია ვოვკს, რომელიც, რუსული სპეცსამსახურების თანახმად, კავშირშია აზოვის ბატალიონთან.
რუსულმა მხარემ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც, მათი განცხადებით, არის სპეცაგენტის პირადი საქმე, სადაც ქალს ნატალია შაბანი ქვია და კავშირშია აზოვის ბატალიონთან.
ბატალიონის წევრების განცხადებით, ქალი არავითარ კავშირში არ იყო მასთან, ხოლო მისი დოკუმენტი, სავარაუდოდ, რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ მარიუპოლში იპოვეს და გააყალბეს.
რუსული მხარის მტკიცებით, უკრაინის მოქალაქე რუსეთში საკუთარ მცირეწლოვან შვილთან ერთად ჩავიდა, ტერაქტი განახორციელა, შემდეგ კი ესტონეთში გადასვლა მოახერხა.







