უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ  თამარ ალანიას კანდიდატურას იურიდიულმა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა.

ალანიას უზენაეს სასამართლოს  მოსამართლედ დანიშვნას კომიტეტის სხდომაზე მხარი ერთმა დეპუტამა დაუჭირა,  ერთი [ეკა ბესელია] წინააღმდეგი იყო, დანარჩენებს კენჭისყრაში მონაწილეობა ვარ მიუღიათ. შესაბამისად, კომიტეტმა მის კანდიდატურას რეკომენდაცია არ გაუწია. 

ალანია სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეა.

მოკლედ კანდიდატზე:

[checklist]

  • 1999-2000 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში კადრების განყოფილების სტაჟიორად.
  • 2000-2001 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი განყოფილების სტაჟიორად.
  • 2001-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ბრალდების სამმართველოს ანალიტიკური განყოფილების სტაჟიორის, ხოლო შემდეგ პროკურორის თანამდებობაზე.
  • 2003-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სპეციალური სამსახურის პროკურორის თანამდებობაზე.
  • 2006 წლიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. 2017 წლიდან აღნიშნულ თანამდებობაზე განწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
  • 2013-2017 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

[/checklist]

 

რაღაცის მოთხოვნა, რომ ეს უნდა გაეკეთებინა მურუსიძეს, გულზე მჯიღის ცემაა – ალანია

https://netgazeti.ge/tag/თამარ-ალანია/