ახალი ამბები

რაღაცის მოთხოვნა, რომ ეს უნდა გაეკეთებინა მურუსიძეს, გულზე მჯიღის ცემაა – ალანია

17 ივლისი, 2019 • 1805
რაღაცის მოთხოვნა, რომ ეს უნდა გაეკეთებინა მურუსიძეს, გულზე მჯიღის ცემაა – ალანია

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ თამარ ალანიას შეფასებით, ლევან მურუსოძეს გირგვლიანის საქმის გამოძიებაში დაბრუნება არ შეეძლო და ამგვარი კრიტიკა მურისიძისადმი “გულზე მჯიღის ცემაა”.

ლევან მურუსიძის მხარდამჭერი განცხადებები ალანიას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრებაზე შეახსენეს.

” ბატონ ლევანთან დაკავშირებით აჟიოტაჟი დაიწყო მას შემდეგ, რაც სასამართლო განსხვავებულ აქტორად მოევლინა სახელმწიფოს. 2012 წლამდე საბჭოს არსებობის შესახებ არავინ იცოდა. როდესაც ბატონი ლევანი იყო საბჭოს წევრი, სასამართლო სისტემა გაიხსნა და რატომ უნდა ვთქვა, რომ ის იყო უზურპატორი?”,- განაცხადა ალანიამ.

მან ასევე ისაუბრა მურუსიძის კრიტიკის შესახებ გახმაურებულ საქმეზე [იგულისხმება გირგვლიანის საქმე] გამოტანილი გადაწყვეტილების გამო და აღნიშნა, რომ ევროსაბჭოს რეკომენდაციით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ დარღვევის დადგენა არ შეიძლება მოსამართლის დევნის საფუძველი გახდეს.

“აქ ესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, გაკეთდა კლიპები, რომ ეს შეეძლო [მურუსიძეს], ის შეეძლო… ეს არის მცდარი და აბსურდი. არ არსებობს საქართველოში იურისტი, რომელიც იმ დროს მოქმედ სამართალზე დაყრდნობით იტყვის, რომ შესაძლებელი იყო საქმის გამოძიებაში დაბრუნება. პროკურორი თუ არ მოითხოვდა, ვერ დაბრუნდებოდა. ასე რომ, რაღაცის მოთხოვნა, რომ ეს უნდა გაეკეთებინა ლევან მურუსიძეს, არის გულზე მჯიღის ცემა”, – განაცხადა ალანიამ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს, 17 ივნისს, მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი