“სოფელ ჭელაში თავის ადგილს დაუბრუნდა რამდენიმე თვის წინ “მოტაცებული” მინარეთი. ვფიქრობთ, რომ ეს არის მოვლენა, როცა შეიძლება ითქვას, საქართველოში იმარჯვებს დემოკრატია. ეს არის საქართველოს ყველა მოქალაქის მონაპოვარი, განურჩევლად რწმენისა და აღმსარებლობისა. ქართველი მუსლიმების სახელით გვსურს მადლობა გადავუხადოთ ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ პროცესის მშვიდად და დემოკრატიულად მოგვარებაში. კერძოდ, გვსურს მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობის იმ უწყებებს და პირებს, რომლებიც ჩაერთვნენ და მიიღეს გონივრული გადაწყვეტილება მინარეთის თავის ადგილზე აღმართვასთან დაკავშირებით. მადლობას ვუხდით საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის დიდი წვლილიც არის აღნიშნული საკითხის მოგვარებაში; სახალხო დამცველის აპარატს, მასთან არსებულ რელიგიათა საბჭოს ხელმძღვანელობას და მის ყველა წევრს; საქართველოში მოქმედ ყველა რელიგიურ ორგანიზაციას, განსაკუთრებით, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის წინამძღვარს, მთავარეპისკოპოსს მალხაზ სონღულაშვილს; საქართველოში მოქმედ არასამთავრობო და უფლებადამცველ ორგანიზაციებს; რეგიონალურ და ცენტრალურ მედიასაშუალებებს, ჟურნალისტებს; საქართველოში მოქმედ დიპლომატიურ კორპუსს; ჩვენი მეგობარი ქვეყნების ელჩებს; უცხოეთში ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მხარდამჭერ საერთაშორისო ორგანიზაციებს. არ შეგვიძლია არ აღვნიშნოთ და მადლობა არ ვუთხრათ ადგილობრივ ქართველ მუსლიმებს მოთმინებისათვის, იმ გონივრული, მიზანმიმართული და სწორი ქმედებებისათვის, რამაც ხელი შეუწყო პროცესების მშვიდ და დემოკრატიულ ჩარჩოებში წარმართვასა და საბოლოო მოგვარებას. აქვე ვადასტურებთ ჩვენს პატივისცემას რეგიონის მართლმადიდებელი მრევლისადმი, რომლებიც პატივს სცემენ განსხვავებული მრწამსის ადამიანებთან ურთიერთობას და ხელს უწყობენ ადგილობრივ მუსლიმ მოსახლეობასთან კეთილმეზობლური კავშირების განმტკიცებას”, – ნათქვამია განცხადებაში.
მუსლიმთა კავშირი მინარეთის აღმართვაზე: საქართველოში დემოკრატია იმარჯვებს
ასევე:
- სომხეთში კათოლიკოსის, გარეგინ II-ის ძმა და ძმისშვილი დააკავეს
-
სომხეთში სასულიერო პირები დააკავეს
-
რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის „ოცნება“ კანონის გამკაცრებას აანონსებს
-
“ვიდრე ადამიანი ცოცხალია, მასთან დიალოგი შეიძლება” — მალხაზ სონღულაშვილის ისტორია
-
21.09.2026
არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით კახეთში 70 წლამდე კაცი დააკავეს
-
21.09.2026
სოცდახმარების მიმღებთა რაოდენობა იანვრის შემდეგ 140 000 ადამიანით შემცირდა
-
21.09.2026
„ოცნების“ კოალიციის ყოფილი დეპუტატის თქმით, ციხეში მის შვილზე ძალადობენ
-
21.09.2026
Სელფი გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის მონაწილეა
-
21.09.2026
„ალიევიც თანაბრად იმსახურებს ამ ჯილდოს“ – ფაშინიანი მშვიდობის პრემიის მიღებისას
-
20.09.2026
17 წლით პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც პოლიციელები ძალადობაში ამხილა
