სააგენტოს ცნობით, “ქართული მაფიის” წევრი ლიონის ერთ–ერთ კლინიკაში აიყვანეს, სადაც იგი ექიმთან კონსულტაციაზე იყო მისული. დაკავებულის ვინაობა არ ხმაურდება, ცნობილია მხოლოდ ის, რომ იგი 43 წლისაა. სააგენტოს ინფორმაციით, ფრანგმა სამართალდამცველებმა იგი იტალიელი კოლეგების თხოვნის საფუძველზე აიყვანეს.
საქართველოს შს სამინისტროში აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. ფრანს პრესის ცნობით კი, დაკავებულს ბრალი ედება კრიმინალური ქსელის ორგანიზებაში.
