ბრალდების მტკიცებით, აშშ-ის არმიის რიგითმა ჯარისკაცმა, 25 წლის ბრედლი მენინგმა იცოდა, რომ მის მიერ მიწოდებული და ინტერნეტში გამოქვეყნებული საიდუმლო დოკუმენტაცია ხელმისაწვდომი იქნებოდა ტერორისტული ორგანიზაციებისთვის. ბრალდების მხარე მისთვის 60- წლიანი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა და ამბობდა, რომ ეს იქნებოდა მაგალითი სხვებისთვის. ამ ვერსიას არ დაეთანხმა აშშ-ის სამხედრო სასამართლო, თუმცა მან ჯარისკაცი დამნაშავედ ცნო ჯაშუშობაში და განაჩენი გამოუტანა.

 

სასჯელის ერთი მესამედის მოხდის შემდეგ ბრედლი მენინგის თავდებით გათავისუფლება იქნება შესაძლებელი.

 

 Bradley Manning
Bradley Manning

საიტი Wikileaks სასამართლოს გადაწყვეტილებას Twitter-ის ოფიციალური გვერდის მეშვეობით გამოეხმაურა და “სტრატეგიულ გამარჯვებად” შეაფასა:

 

“მნიშვნელოვანი სტრატეგიული გამარჯვება ბრედლი მენინგის საქმეზე. ბრედლი მენინგს ახლა შეუძლია 9 წელზე ნაკლებ დროში გათავისუფლდეს”, – ნათქვამია Wikileaks-ის გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარე აპირებს, სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში ავტომატურ რეჟიმში გაასაჩივროს.

 

აშშ-ის ხელისუფლებამ ყოფილი სამხედრო 2009 წლის 19 ნოემბრიდან 2010 წლის 27 მაისამდე  გავრცელებული საიდუმლო მასალების ვიკილიქსისთვის გადაცემის გამო დააკავა. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *