ინტერვიუ, ხუთშაბათს, 1 აგვისტოს შედგა. გადაცემა “პოზიციის” პროდიუსერის, რუსუდან ვაშაკიძის განცხადებით, სასაუბრო თემები 2008 წლის აგვისტოს ომს, რუსეთ–საქართელოს ურთიერთობას, მიმდინარე პროცესებს, გადმოწეულ საოკუპაციო ხაზს და საქართველო–ნატოს ურთიერთობებისადმი რუსეთის დამოკიდებულებას შეეხება:
რუსუდან ვაშაკიძის განცხადებით, ცალკე სიუჟეტი მიეძღვნება თავად ინტერვიუს შესახებ მოლაპარაკების საკითხს, თუ როგორ დაითანხმა “რუსთავი 2″–მა დმიტრი მედვედევი:
“სიუჟეტში გავცემთ პასუხს, თუ როგორ შედგა ინტერვიუ, უბრალოდ, ერთს გეტყვით, თომა ჩაგელიშვილი აკეთებს დოკუმენტურ ფილმს რუსეთ–საქართველოს ომზე, სხვა ქვეყნის ლიდერებიც უნდა ჩაეწერა და თომამ მოითხოვა ინტერვიუს აღება რუსეთის პრემიერისგან. ივლისში მოსკოვიდან დაგვიკავშირდნენ, რომ მათაც დოკუმენტური ფილმის ფორმატს ურჩევნიათ პოლიტიკური თოქ–შოუს ფორმატი. შევთავაზეთ რამდენიმე ვარიანტი გადაცემის და პოლიტიკურ თოქ–შოუზე გააკეთეს აქცენტი. თომა გამოიყენებს თავისი ფილმისთვის ამ ინტერვიუს, თუმცა იდეა მისი დოკუმენტური ფილმის გამო გაჩნდა”.– განუცხადა “ნეტგაზეთს” რუსუდან ვაშაკიძემ.
გადაცემის პროდიუსერის განცხადებით, პირობები რუსულ მხარეს ინტერვიუსთან დაკავშირებით არ წამოუყენებია. პრემიერმა იცოდა ის საკითხები, რაზეც გადაცემაში ისაუბრებდნენ: რუსეთ–საქართველოს ურთიერთობა და აგვისტოს ომი.
“მონტაჟთან დაკავშირებით იყო შეთანხმება, რომ არ იქნებოდა მონტაჟი. მოგვცეს 20 წუთი ინტერვიუსთის და გამოვიდა 40 წუთი.დაელოდეთ სამშაბათს, ვფიქრობ, საკმაოდ მწვავე და კრიტიკული შეკითხვები დაუსვა “რუსთავი 2″–მა და ნინო შუბლაძემ. თავად მაყურებელმა გადაწყვიტოს, რამდენად მოეწონება ინტერვიუ”
დღეს, 4 აგვისტოს, “Russia Today”-მ გამოექვეყნა ვრცელი ინტერვიუ რუსეთის ფედერაციის პრემიერ–მინისტრ დმიტრი მედვედევთან 2008 წლის აგვისტოს ომიდან 5 წლის შემდეგ, რომელშიც საქართველოს პრემიერ–მინისტრიც ახსენა. მდვედევის შეფასებით, პრემიერმონისტრა მამაცი ნაბიჯი გადადგა, როცა თქვა, რომ კონფლიქტის პროვოცირება საქართველოს პრეიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მოახდინა:
“პრემიერ–მინისტმა ივანიშვილმაც სწორად თქვა, რომ ეს თქვენ (სააკაშვილმა) ყველაფრის პროვოცირება მოახდინეთ და კონფლიქტი გააღვივეთ. ალბათ რთული იყო ამის თქმა, მაგრამ მამაცი ნაბიჯია”– განაცხადა მედვედევმა ინტერვიუს დროს.
გარდა ამისა, მედვედევმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა კრემლის პოზიცია, რომ 2008 წელს რუსეთი კონფლიქტში, მხოლოდ მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვის მიზნით ჩაერია და მათ არ განუხორციელებიათ სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ.
“შეგახსენებთ, ჩვენ როგორ ვაფასებთ სიტუაციას. ეს არ იყო ომი საქართველოსა და რუსეთს შორის. ეს ქართულ–ოსური კონფლიქტია, რომელშიც ჩვენ იძულებული გავხდით ჩავრეულიყავით, რათა შეგვეჩერებინა საქართველო, რომ გვეხსნა ის ხალხი განადგურებისგან, ვისაც საკუთარ მოქალაქეებად მოიაზრებს და რომლებიც, ამავდროულად, მეტწილად რუსეთის მოქალაქეები არიან”.– აღნიშნა მედვედევმა.

