განცხადებაში ნათქვამია, რომ 2008 წლის შემდეგ რუსეთის ფედერაციამ ყველაზე ფართო, მასშტაბური მანევრები განახორციელა შავ ზღვაზე:

 

“მაშინ, როდესაც საქართველო ერთგულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2010 წლის 23 ნოემბერს  გაკეთებული განცხადებისა ძალის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით და ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, რუსეთის ფედერაცია არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს, არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და უარს აცხადებს იკისროს საქართველოზე თავდაუსხმელობის ვალდებულება. აქედან გამომდინარე, ზოგადად, ასეთი გაუფრთხილებელი ქმედებების სტრატეგიული შედეგი იქნება ის, რომ უფრო მეტი საფრთხის წინაშე დადგება არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის უსაფრთხოება”, – ნათქვამია განცხადებაში.


განცხადებაში აღნიშნულია, რომ  რუსეთის ფედერაციის მიერ არჩეული საგარეო პოლიტიკა უარყოფით გავლენას ახდენს რეგიონში ურთიერთნდობის განმტკიცების პროცესზე, რაც გამოწვევის წინაშე აყენებს რეგიონულ უსაფრთხოებას.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *