ზუგდიდის #9 უბნის წინ ორი ქალბატონი დგას, რომლებიც აცხადებენ, რომ არიან ‘Penn Schoen Berland’–ის წარმომადგენები და აწარმოებენ ე.წ. exit poll–ს.
ამერიკული ორგანიზაცია Penn Schoen Berland–ი საქართველოში დაახლოებით 2 თვის წინ გამოჩნდა, როდესაც მან სოცილოგიური კვლევა ჩაატარა ბერლინში რეგისტრირებული კომპანიის – “საქართველოში დემოკრატიის ევროპული პლატფორმის” (EPDIG) დაკვეთით. ამ ორგანიზაციის – EPDIG-ის დამფუძნებელი ბიძინა გიორგიბიანია, რომელმაც, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის (კონტროლის პალატის) ინფორმაციით, როგორც “კონსერვატიული პარტიის” წევრმა, “ქართული ოცნების” საარჩევნო მიზნებისთვის თანხა ჩაურიცხა ფონდ “ქომაგს”, რაც სახელმწიფომ მიიჩნია უკანონო შემოწირულობად, რისთვისაც დაჯარიმდა კიდეც.
Penn Schoen Berland–ის კვლევისთვის საველე სამუშაოები კომპანია ”ფსიქოპროექტმა” (Psychoproject) განახორციელა, რომლის ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი ზურაბ ბიგვავაა.
ზუგდიდის #13 უბანზე კი დაფიქსირდა სამი ამომრჩეველი, რომლებმაც ათნიშნა პირადობის მოწმობები წარადგინეს, რის გამოც კომისიამ მათ ხმის მიცემის უფლება არ მისცა.
