ახალი ამბები

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა თანამდებობა დატოვა

31 მაისი, 2021 • 1152
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა თანამდებობა დატოვა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, მალხაზ თორიამ თანამდებობა დატოვა. როგორც მან ნეტგაზეთს განუცხადა, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დღეს, 31 მაისს, დილით დაწერა.

თანამდებობიდან წასვლის მიზეზებსა და სხვა დეტალების შესახებ მალხაზ თორია არ საუბრობს.

გუბერნატორობამდე მალხაზ თორია სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი სახელმწიფო რწმუნებულის და ამჟამად ექსპრემიერ გიორგი გახარიას თანაპარტიელი დეპუტატის, ალექსანდრე მოწერელიას მოადგილე იყო. სწორედ მოწერელიას პარლამენტში გადანაცვლების შემდეგ დაიკავა მან გუბერნატორის თანამდებობა.

უცნობია, შეურთდება თუ არა თორია გახარიას ახალდაფუძნებულ პოლიტუკურ მოძრაობას “საქართველოსთვის”. თუმცა, ბოლო კვირების განმავლობაში ადგილობრივი მთავრობების არაერთ წარმომადგენელს გახარიას მხარდაჭერის გამო თანამდებობის პირადი განცხადების საფუძველზე დატოვება მოუწიათ.

მათ შორის იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი ლაშა გვასალიაც, რომელიც ამბობს, რომ ექსპრემიერ გიორგი გახარიასთან მეგობრობის გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

გიორგი გახარიას გუნდს შეურთდა და თანამდებობა დატოვა ზუგდიდის მერის პირველმა მოადგილემ გიგა ფარულავამაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი