თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაეპ ერდოღანის თვითმფრინავი უკვე დაეშვა სტამბულში. ამ ინფორმაციას ავრცელებენ როიტერი და ფრან პრესი.
შეგახსენებთ, რომ პარასკევს თურქეთში დაიწყო შეიარაღებული სამხედრო გადატრიალების მცდელობა, ანკარაში რამდენჯერმე ესროლეს ბომბები პარლამენტის შენობას, შეიარაღებულ შეტაკებებს ადგილი აქვს სტამბულშიც. თუმცა ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ სიტუაცია უკვე მეტწილად ექვემდებარება კონტროლს.
აშშ და დასავლეთის ქვეყნები მხარდაჭერას უცხადებენ თურქეთის არჩეულ ხელისუფლებას.
