ტექნოლოგიები

ვირუსი ქართულ ვებ-გვერდებზე

22 ივლისი, 2010 • • 1265
ვირუსი ქართულ ვებ-გვერდებზე

ვებგვერდებზე Forum.ge და Top.ge დღეს ვირუსი გავრცელდა, რომელიც მომხმარებლებს საფრთხეს უქმნის. ყველა საიტზე, სადაც top.ge-ს მთვლელია განთავსებული (counter.top.ge), გამაფრთხილებელი წითელი ეკრანი ჩნდება. როგორც საიტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, პრობლემა რამდენიმე საათში მოგვარდება: „ორივე საიტი იყენებს ერთიან საბანერო ქსელს, რომლის მეშვეობით მოხდა ე. წ. ვირუსული კოდის გავრცელება. ამჟამად შეტყობინება ხელახალ შემოწმებაზე  Google-ში  გაგზავნილია და, ალბათ, რამდენიმე საათში პრობლემა მოიხსნება.“

ქართული ინტერნეტი, virus attack georgian internet
ქართული ინტერნეტი, virus attack georgian internet

 

მასალების გადაბეჭდვის წესი