ტექნოლოგიები

Youtube-ზე ატვირთული პირველი ვიდეო 10 წლის გახდა

24 აპრილი, 2015 • • 2376
Youtube-ზე ატვირთული პირველი ვიდეო 10 წლის გახდა

ვიდეოპორტალის Youtube.com ერთ-ერთმმა დამაარსებელმა, ჯავედ კარიმმა სანდიაგოს ზოოპარკში, სპილოების გალიასთან გადაღებული 18-წამიანი ვიდეო ვებზე ატვირთა. ვიდეოს დღეს 21 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

 

2006 წელს Google-მა Youtube 1.65 მილიარდ დოლარად შეიძინა.

 

Youtube მრავალი ინტერნეტმოვლენის ავტორია. მის სივრცეში გახდა ცნობილი ბევრი მუსიკოსი, მომღერალი თუ ვლოგერი. სამხრეთ კორეელი Psy-ის “Gangnam style” კი მსოფლიოს რეკორდსმენია Youtube-ზე შეგროვებული 2 მილიარდზე მეტი ნახვით.

დღეს Youtube 800 მილიონი ოფიციალური მომხმარებელი ჰყავს და საიტზე ყოველ წუთას, ჯამში, 300 საათის ხანგრძლივობის ვიდეომასალა იტვირთება.

მასალების გადაბეჭდვის წესი