გიორგი თხილაიშვილი ნარკოპოლიტიკაზე: კარგია, თუ სკოლებში დაიწყება საინფორმაციო კამპანია

გიორგი თხილაიშვილი, მორაგბე 

„როდესაც ნარკოპოლიტიკაზე მიდის საუბარი, სჯობს, თუ სახელმწიფო სკოლიდან დაიწყებს. კარგია, თუ სკოლებში დაიწყება საინფორმაციო კამპანია და თავიდანვე გააგებინებენ ბავშვებს, რომ ნარკოტიკების მოხმარება ცუდია და არ შეიძლება. თუ ამას სკოლაში არ აკეთებენ, მაშინ ოჯახში უნდა აუხსნან იგივე, რომ მოზარდს ნარკოტიკებისკენ მიდრეკილება არ გაუჩნდეს.

ჩემი აზრით, სასურველია ბავშვები ადრეული ასაკიდანვე სპორტით დაკავდნენ. თავიდანვე უნდა იცოდნენ, როგორ ვნებს ნარკოტიკი მას, მის მეგობრებს და ოჯახს. ბევრი საშუალებაა იმისთვის, მთავრობამ მიაწოდოს ბავშვებს ინფორმაცია, რომ ნარკოტიკი ცუდია და არ შეიძლება.

მე ვფიქრობ, რომ ნარკომომხმარებლებს უნდა დავეხმაროთ, უნდა გაიხსნას კლინიკები.  მთავარია, ნარკოდამოკიდებულმა  სხვას არ ავნოს და ნარკოტიკი არ გაყიდოს. ჩვენ, საზოგადოება ნარკოდამოკიდებულებს უნდა დავეხმაროთ რეაბილიტაციაში.“ 

 გიორგი თხილაიშვილი. ფოტო: rugbyworldcup.com

_________________

სოციალური კამპანია „ზრუნვა დასჯის ნაცვლად“

კამპანიის მხარდამჭერია საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი