ახალი ამბები

სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით ქედის გამგეობის მთავარი სპეციალისტი დააკავა

29 თებერვალი, 2016 • 1166
სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით ქედის გამგეობის მთავარი სპეციალისტი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ბრალდებით  ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარი სპეციალისტი დაბა ქედის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბონდო გოგიტიძე დააკავეს.

გამოძიების ცნობით, ბონდო გოგიტიძემ მოქალაქეს სოფლის მეურნეობის პროდუქტის წარმომავლობის ცნობის დამზადების სანაცვლოდ 2000 აშშ დოლარი ქრთამის სახით გამოართვა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის  338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

მასალების გადაბეჭდვის წესი