ახალი ამბებისამართალი

ქრთამის აღების ბრალდებით “თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელი დააკავეს

5 თებერვალი, 2016 • 1590
ქრთამის აღების ბრალდებით “თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის მოთხოვნისა და აღები ბრალდებით თბილისის მერიის დაფუძნებული თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელი მ. მ. დააკავა.

გამოძიების ცნობით ბრალდებული ერთ-ერთ მოქალაქეს დაპირდა „თბილსერვის ჯგუფში“ დასაქმებას, სანაცვლოდ კი ქრთამის სახით 1500 ლარი აიღო.

საჯარო მოხელე დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რაც სასჯელის სახით 6-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი