ახალი ამბები

თსუ-ს სასწავლო კორპუსებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების რეაბილიტაცია იგეგმება

31 იანვარი, 2016 • 1601
თსუ-ს სასწავლო კორპუსებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების რეაბილიტაცია იგეგმება

განათლების სამინისტროს ცნობით, 6 მილიონ სამასი ათასამდე ლარია გამოყოფილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რამდენიმე სასწავლო კორპუსის, სამეცნიერო-სასწავლო ბიბლიოთეკისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის.

სამინისტროს ცნობით, 19 მილიონ ოთხასი ათასამდე ლარი დაიხარჯება სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსებისა და კვლევითი დაწესებულებების რეაბილიტაციაზე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსებისა და მის შემადგენლობაში შემავალი სასწავლო და კვლევითი დაწესებულებების რეაბილიტაციაზე კი- 4 მილიონ ხუთასი ათასზე მეტი ლარი.

განათლების მინისტრის, თამარ სანიკიძის განმარტებით, 5 მილიონ ოთხასი ათასზე მეტი დაიხარჯა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკის რეაბილიტაციასა და აღჭურვაზე.

17 მილიონი ლარი დაიხარჯება ტექნიკური უნივერსიტეტის წყლის რესურსების მართვის საკვლევი ექსპერიმენტული ბაზის მოსაწყობად.

“მილიონობით ლარია გამოყოფილი რეგიონებში მდებარე სახელმწიფო უნივერსიტეტების, მათ შორის სოხუმის უნივერსიტეტის რეაბილიტაციისათვის. ამ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სამი წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, მათ შორის სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის სრული რეაბილიტაცია (ზუგდიდის მესხიას სახ. უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტი). პროცესი დღესაც გრძელდება”, – წერია სამინისტროს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი