ახალი ამბებირეკლამა

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი აცხადებს მობილობას ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე ფინანსებში

27 იანვარი, 2016 • 1326
საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი აცხადებს მობილობას   ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე ფინანსებში

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტმა ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე ფინანსებში მობილობის შესახებ განაცხადა. მაგისტრატურის სტუდენტებს, ვისაც სურთ სწავლა განაგრძონ  საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე ფინანსებში, რეგისტრაცია უნდა გაიარონ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე: www.student.eqe.ge, 2016 წლის 4 თებერვლის 18:00 საათამდე.  ამის შემდეგ სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ გაიარონ რეგისტრაცია საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში და  წარმოადგინონ განცხადება 2016 წლის 5 თებერვლიდან 11 თებერვლის ჩათვლით, 17:00 საათამდე. საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში მობილობისათვის 20 ვაკანტური ადგილია.

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის მაგისტრატურა ბიზნესის ადმინისტრირებაში 2 წლიანი პროგრამაა. ხსენებული პროგრამა სტუდენტებს არაერთ უპირატესობას სთავაზობს, მათ შორის: კარიერული წინსვლისა და უკეთესი პირობებით დასაქმების ხელშეწყობა; პრაქტიკისა და თეორიის საუკეთესო ბალანსი; კონტაქტების დამყარება წარმატებულ ადამიანებთან; დასავლური განათლების მიღების საშუალება საქართველოში; სრული დაფინანსების მიღების შესაძლებლობა; გადახდის მოქნილი სტრუქტურა.

დამატებითი ინფორმაციისთვის მობილობის შესახებ ეწვიეთ: www.mba.edu.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი