ახალი ამბები

სტუდია მონიტორის ჟურნალისტური გამოძიებები “მაესტროზე” აღარ გავა

21 იანვარი, 2016 • 2003
სტუდია მონიტორის ჟურნალისტური გამოძიებები “მაესტროზე” აღარ გავა

სტუდია “მონიტორის” განცხადებით, 7-წლიანი ურთიერთობის შემდეგ ტელეკომპანია “მაესტრო” მათთან თანამშრომლობას წყვეტს. “მონიტორის” მიერ მომზადებული საგამოძიებო გადაცემები 23 იანვრიდან “კავკასიის” ეთერით გადაიცემა.

როგორც “მონიტორი” ფეისბუკის გვერდზე წერს, “მაესტროს” ხელმძღვანელობამ მათ განუმარტა, რომ ტელევიზია გეგმავს საკუთარი საგამოძიებო გადაცემის გაკეთებას.

“სტუდია “მონიტორის” ჟურნალისტური გამოძიებები 23 იანვრიდან ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში გავა. სტუდია “მონიტორი” გადაცემებს იწყებს გახმაურებული თემის ექსკლუზიური დეტალებით. “მოსამართლე მურუსიძე – რეჟიმის მსხვერპლი თუ სისტემის მსახური” – ნახეთ ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში შაბათს, 19:30 საათზე,”– აცხადებს “მონიტორი”

მასალების გადაბეჭდვის წესი