ნეტგაზეთი | 3000 ლარისთვის ინკასო დაგვადეს – რადიო “მაესტრო” 3000 ლარისთვის ინკასო დაგვადეს – რადიო “მაესტრო” – Netgazeti

3000 ლარისთვის ინკასო დაგვადეს – რადიო “მაესტრო”

რადიო “მაესტრო” დახმარებას ითხოვს შექმნილი მძინე ფინანსური პრობლემების გამო.

როგორც რადიო “მაესტროს” დამფუძნებელი მამუკა ღლონტი აცხადებს, covid 19-ის პანდემიად გამოცხადებისთანავე, ყველა მედიაში მნიშვნელოვნად მოიკლო რეკლამამ, ხარჯებმა – არა, თუმცა, მიუხედავად დიდი საფრთხისა, რადიო “მაესტროს” ჟურნალისტები ყოველდღიურად განაგრძობენმ უშაობას.

“შემოსავლის უქონლობის გამო თანამშრომლებს ხელფასები ფაქტობრივად აღარ აქვთ. მენეჯმენტი რამდენიმე თვეა ხელფასს საერთოდ არ იღებს. სწორედ ამ უბედურების დროს, როცა ჩვენი რადიოს საარსებო სახსრები განულებულია, მაშინ, როცა ანძების არენდის, ელექტროენერგიის და საწვავის თანხას ძლივს ვაგროვებთ, ჩვენმა ხელისუფლებამ 3000 ლარის გამო დაგვადო ინკასო! ეს ნიშნავს, რომ უსახსრობის გამო მედია გაჩერდება, უამრავი ადამიანი ვეღარ მიიღებს დაბალანსებულ და სანდო ინფორმაციას”, – წერს მამუკა ღლონტი.

ის მსმენელს მოუწოდებს, დაეხმარონ რადიო “მაესტროს” შენარჩუნებაში და ანგარიშის ნომერს აქვენებს:
ანგარიშის ნომერი პროკრედიტ ბანკში:
GE20PC0243600100013963
შპს. ქართული რადიო

რადიო “მაესტროსთვის” ინკასოს დადების საკითხზე “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა ფინანსთა სამინისტროს. უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.