ახალი ამბები

არხზე გაჩეჩილაძე ბრუნდება, ახალი პრიორიტეტები მიუღებელია – ავალიანი „მაესტროს“ ტოვებს

16 ივლისი, 2021 • 2679
არხზე გაჩეჩილაძე ბრუნდება, ახალი პრიორიტეტები მიუღებელია – ავალიანი „მაესტროს“ ტოვებს

ვაკო ავალიანი, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ აღმასრულებელი დირექტორის პოსტს იკავებდა, აცხადებს, რომ არხს ტოვებს.

„ვტოვებ მაესტროს, სადაც კარგი მეგობრები და საქმის ერთგული მაგარი ადამიანები შევიძინე“, – დაწერა მან ფეისბუკზე 15 ივლისს, საღამოს საათებში.

როგორც ავალიანი წერს, არხის სლოგანია „გაიგე ამბავი“, რაც „სრულად ესადაგება სამაუწყებლო ბადეს“, თუმცა იქვე წერს:

„არხზე ბრუნდება გია გაჩეჩილაძე [„უცნობი“] (რამდენიმე პროექტით). არხის ახალი პრიორიტეტები ჩემთვის მიუღებელია“!

„ყველაფრის მიუხედავად წარმატება მაესტროს და მაესტროელებს“, – წერს ავალიანი.

გაჩეჩილაძის „მაესტროზე“ დაბრუნების შესახებ ინფორმაცია 2021 წლის ივნისის ბოლოს გავრცელდა. მისი თქმით, ის სექტემბრიდან წაიყვანს გადაცემა „უცნობის კიდობანს“, რომელიც ბოლო პერიოდში „ქართულ არხზე“ გადიოდა. გაჩეჩილაძე ამჟამად ფლობს „უცნობი მედიაჰოლდინგს“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი