ახალი ამბები

საშობაო ალილოს მსვლელობა თბილისში

7 იანვარი, 2016 • 3384
საშობაო ალილოს მსვლელობა თბილისში

დღეს, 7 იანვარს, საქართველოში მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა ტრადიციული საშობაო ალილო გამართეს.

ალილოს მსვლელობა 14:00 საათზე ვარდების მოედნიდან დაიწყო და ტრადიციულად სხვადასხვა ცხოველის ფორმის დეკორაციების გამოყენებით მიმდინარეობდა.

მსვლელობის მონაწილეებმა გაიარეს რუსთაველის გამზირი, თავისუფლების მოედანი, პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩები. ისინი ელენე ახვლედიანის ქუჩით პრეზიდენტის სასახლესთან მივიდნენ. მსვლელობა სამების ტაძარში დასრულდა, სადაც სასულიერო პირებმა პარაკლისი უნდა გადაიხადონ. 

ალილოს მონაწილეები გზაში რამდენჯერმე შეჩერდნენ. სასულიერო პირები მომლოცველებს ნაკურთხ წყალს აპკურებდნენ, ხოლო სტიქაროსნები გზადაგზა საშობაო საგალობლებს ასრულებდნენ.

თბილისის ქუჩებში მსვლელობისას ალილოს მონაწილეები ტრადიციულად ტკბილეულს და საჩუქრებს აგროვებდნენ. როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, სამებაში მიტანილი შემოწირულობები და ტკბილეულობები ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებში გადანაწილდება.

საქართველოში ალილო სათავეს V-VI საუკუნიდან იღებს, თუმცა გასაბჭოების შემდეგ ეს ტრადიცია აქ აღარ აღინიშნებოდა. ალილო ბოლო რამდენიმე წელია ილია მეორემ აღადგინა.

საშობაო ალილოს მსვლელობა თბილისში. 07.01.2015. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი