ახალი ამბები

პრეზიდენტი და პრემიერი მართლმადიდებელ ქრისტიანებს  შობის დღესასწაულს ულოცავენ

7 იანვარი, 2024 • 1061
პრეზიდენტი და პრემიერი მართლმადიდებელ ქრისტიანებს  შობის დღესასწაულს ულოცავენ

საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი მართლმადიდებელ ქრისტიანებს, რომლებიც შობას 7 იანვარს აღნიშნავენ, დღესასწაულს ულოცავენ. 

სალომე ზურაბიშვილმა მილოცვა  ტვიტერზე და ფეისბუქზე გამოაქვეყნა. 

“ყველა ქართველს და ყველა მართლმადიდებელ ოჯახს მსოფლიოში ვულოცავ შობას. დღეს სიმართლის, სიყვარულის და სიკეთის ზეიმია, რომელმაც სამყაროს სინათლე მოუტანა”, – წერს ის ტვიტერზე. 

უცნობია სად შეხვდა ის შობას. ირაკლი ღარიბაშვილი კი საშობაო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში დაესწრო “ოცნების” სხვა ლიდერებთან ერთად, სადაც საშობა წირვა-ლოცვა  პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიომ შეასრულა. 

“იესო ქრისტეს შობა სიყვარულისა და სათნოების ზეიმია, რომელსაც ყველა მომავლის რწმენითა და სიკეთის მოლოდინით ვხვდებით. მინდა გისურვოთ ბედნიერება, გახარება და წინსვლა”, – წერს ღარიბაშვილი. 

7 იანვარს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შობის დღესასწაულს აღნიშნავს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი