ახალი ამბები

პრეზიდენტმა პარლამენტს კვირიკაშვილის კანდიდატურა დასამტკიცებლად წარუდგინა

25 დეკემბერი, 2015 • 1065
პრეზიდენტმა პარლამენტს კვირიკაშვილის კანდიდატურა დასამტკიცებლად წარუდგინა

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი დასამტკიცებლად წარუდგინა.

“შემოსულია პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა, რომელიც მე უკვე გადავაგზავნე პარლამენტში დასამტკიცებლად, რათა არ შეიქმნას შეფერხება. ამ ორი-სამი დღის განმავლობაში მხარი დავუჭირე პრემიერ-მინისტრის გადადგომას მყისიერად, ასევე, ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წარდგენას. ახლა უკვე ჯერი საქართველოს პარლამენტზეა”, – განაცხადა პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

პრეზიდენმტა იმედი გამოთქვა, რომ გიორგი კვირიკაშვილი მასზე დაკისრებულ მნიშვნელოვან ამოცანებს თავს გაართმევს.

საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა 7 დღის ვადაში უნდა აირჩიოს. გიორგი კვირიკაშვილი სააპარლამენტო ურმავლესობამ დღეს წარადგინა პრემიერ-მინისტრის პოსტზე, მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა 23 დეკემებერს თანამდებობა დატოვა.

გიორგი კვირიკაშვილმა, კონსტიტუციის მიხედვით, 7 დღის ვადაში უნდა შეარჩიოს მინისტრთა კაბინეტის წევრები და შეიმუშაოს სამთავრობო პროგრამა პარლამენტისთვის წარსადგენად. რის შემდეგაც საკანონმდებლო ორგანო მთავრობასა და პრემიერ-მინისტრს დაამტკიცებს.

გიორგი კვირიკაშვილმა დღეს განაცხადა, რომ მთავრობის კაბინეტის შემადგენლობა გუნდის შეკრების შემდეგ გახდება ცნობილი, თუმცა არ ფიქრობს, რომ რადიკალური ცვლილებები იგეგმება.

საპარლამენტო უმრავლესობას პრემიერის გადადგომიდან 7 დღის ვადაში შეეძლო კანდიდატი დაესახელებინა, თუმცა უმრავლესობამ აღნიშნული ვადა არ გამოიყენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი