ახალი ამბები

მარგინალიზებული „ლიდერის“ სამარცხვინო ნაბიჯი — კვირიკაშვილი ლუკაშენკოზე

28 სექტემბერი, 2022 • 952
მარგინალიზებული „ლიდერის“ სამარცხვინო ნაბიჯი — კვირიკაშვილი ლუკაშენკოზე

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი Twitter-ზე ეხმაურება ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს.

ბელარუსის მარგინალიზებული „ლიდერის“ ლუკაშენკოს სამარცხვინო ნაბიჯი — კიდევ უფრო მეტად მარგინაზებული, წყალწაღებული პუტინის მარიონეტად მოქმედება. ვერავინ შეცვლის ქართველებისა და აფხაზების ბედს, მშვიდობიანად იცხოვრონ ერთიან საქართველოში. იმედია, ეს უფრო ადრე მოხდება, ვიდრე გვიან“, — წერს კვირიკაშვილი.

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ის აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით ალექსანდრე ლუკაშენკოს „ვიზიტი” ოკუპირებულ აფხაზეთში და ბელარუსს მოუწოდა, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად დაიბარეს ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი.

მასალების გადაბეჭდვის წესი