ახალი ამბები

ანონსი – 18 დეკემბერი

17 დეკემბერი, 2015 • 1234
ანონსი – 18 დეკემბერი

წარმოგიდგენთ 18 დეკემბერს გასამართ ღონისძიებათა ანონსს:

 

09:00  მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

10:00 სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას გამართავს.

10:30 სასტუმრო „რუმს თბილისში” ევროპის საბჭო ფსიქიკური ჯანდაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის ანალიზს და მისი საერთაშორისო სამართალთან და საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანისთვის, რეკომენდაციებს წარმოადგენს.

11:00  ვაკის რაიონის გამგეობაში გაიმართება გამგეობის წლიური ანგარიშის პრეზენტაცია. მისამართი: თამარაშვილის #10ა.  საკონტაქტო პირი: ნინო ძაგნიძე 599 562555

11:00  თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს,,ნაციონალური მოძრაობა – თბილისის” თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე მიმდინარეწლის ბიუჯეტის ხარჯვასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.  მის: თავისუფლების #2

11:30 სამხედრო ექსპერტი,  ყოფილი პოლიტპატიმარი  ტრისტან წითელაშვილი  პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს.  თემა: პოლიტპატიმართა სიები; როგორ დატოვა ციხე 2013 წელს პოლიტპატიმრის სტატუსით და რა მოთხოვნა და მასალები გააჩნიათ პოლიტპატიმრებს.  „კვირას“ ახალი მისამართია: ფოთის  ქუჩა #15. საკონტაქტო პირი: ეკაგულუა 599726565.

11:30 პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემები: პატიმრების შეწყალების სკანდალი; ინფლაცია; რუსეთის პრეზიდენტის განცხადება საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთთან სავიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით; სხვა მიმდინარე საკითხები.  „კვირას“ ახალი მისამართია: ფოთის  ქუჩა #15. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

12:00 დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში გაიამრთება სამუშაო შეხვედრა პირველადი ჯანდაცვისა და სხვა მიმდინარე რეფორმების შესახებ.
მისამართი: ასათიანის ქ. #9

 12:00 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ახალ  საკვალიფიკაციო ცენტრს გახსნის. საკვალიფიკაციო ცენტრი საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებში ჩართულიკომპანიების მენეჯერებსა და მძღოლებს გადაამზადებს. მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 16, მე-4 სართული, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო

12:00 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ძალადობის კამპანიისფარგლებში და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით ჩატარებულ კონკურსებში გამარჯვებულ მოსწავლეებსდააჯილდოებს. ადგილი: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. მის.: უზნაძის 52

12:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში 2003 წელს მოკლული გიორგი გაბუნიას მამა ლევან გაბუნია რუსთავის 2-ის ეთერში გია კელენჯერიძის მიერ პოლიტპატიმრების სიასთან განცხადებაზე და ვაზაგაშილთან კავშირზე განცადებას გააკეთებს

12:00 “პირველ პრესკლუბში” “განვითარების ფონდის” წევრი და პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა, მეორე სართ. საკონტაქტო: ნინო რაზმაძე: 595 03 77 22

12:30 “პირველ პრესკლუბში” „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის” ხელმძღვანელი ალექსანდრე კობაიძე ევროკომისიის დასკვნასთან დაკავშირებით პენიტენციალურ სისტემაში შეფასებას გააკეთებს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა, მეორე სართ. საკონტაქტო: ნინო რაზმაძე: 595 03 77 22

12:30 “მემარცხენე ალიანსის” ოფისში, პარტიის პოლიტიკური მდივანი პაატა ჯიბლაძე პრესკონფერენციას გამართავს და ვლადიმერ პუტინის განცხადებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას გააკეთებს. მის. ი. ხვიჩიას 17.

13:00 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და საგანგებო სიტუაციებისმართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი 700-მდე გადამზადებულ მანდატურს სერტიფიკატს გადასცემს. მის.: ცინცაძის 6, ყოფილი საბურთალოს ქუჩა, ძველი სახანძროები

13:00  საქართველოს პროკურატურატურასთან აფხაზთა კრების ორგანიზაციები მოითხივენ სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის  ხელყოფისაკენ მიმართული ქმედებებისა და რუსეთისათვის მტრულ საქმიანობაში ხელშეწყობის გამო. საქართველოს პროკურატურას გადაეცემა შესაბამისი დასაბუთებული  განცხადება ამ მოთხოვნით.

13.00  საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, ეროვნული ბიბლიოთეკისა და იუნუს ემრეს სახელობის თბილისის თურქული კულტურის ცენტრის ორგანიზატორობით 19-ე საუკუნის ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის აკაკი წერეთლის ნაწარმოების „ბაში-აჩუკი“  ქართულიდან თურქულად თარგმნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება. გთხოვთ, მობრძანდეთ. წინასწარ გიხდით მადლობას.

14:00  თბილისის საკონცერტო დარბაზის „ივენთ-ჰოლში“ გაიმართება მოსწავლე გამომგონებელთა დამკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“  ფინალური ეტაპი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე გამარჯვებულებს სპეციალური პრიზებსა და სხვადასხვა ჯილდოებს გადასცემს. ადგილი: თბილისის საკონცერტო დარბაზი მისამართი: მელიქიშვილის 1, (ფილარმონია).

14:30  თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა. მის: თავისუფლების მოედანი 2

15:00  სასტუმროში „ჰოლიდეი ინ თბილისი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საგანმანათლებლო ინფორმაციის მართვისა და ციფრული ჩანაწერების სისტემის ახალ ელექტრონულ მომსახურებას წარადგენს.ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე გახსნის. ადგილი: სასტუმროში „ჰოლიდეი ინ თბილისი“. მის.: 26 მაისის მოედანი #1, თბილისი

15:00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა.  მის: თავისუფლების მოედანი 2

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი