ახალი ამბები

კვირიკაშვილი ვიზის ლიბერალიზაციაზე: ყველაფერი იძლევა საფუძველს, რომ ველოდეთ დადებით დასკვნას

13 დეკემბერი, 2015 • 1068
კვირიკაშვილი ვიზის ლიბერალიზაციაზე: ყველაფერი იძლევა საფუძველს, რომ ველოდეთ დადებით დასკვნას

საგარეო საქმეთა მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მიერ სხვადასხვა კანონის მიღება იმის საფუძველს იძლევა, რომ ქვეყანა ვიზების ლიბერალიზაციის საკითხში დადებით დასკვნას უნდა ელოდოს.

“15-ზე მეტი კანონი მივიღეთ, მათ შორის კანონი მიგრაციის კუთხით, დემოკრატიული ინსიტიტუტების შექმნის, დახვეწილი იქნა და ევროპულ სტადანდრებთან შესაბამისობაში მოყვანილი იქნა თავშესაფრის პოლიტიკა, რეადმისიის პოლიტიკა, საუბარია არალეგალურად წასული მოქალაქეების დაბრუნებაში თანამშრომლობის პოლიტიკაზე და ამ კუთხით ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის. ვფიქრობ, ეს ყველაფერი იძლევა იმის საფუძველს რომ ჩვენ უნდა ველოდეთ დადებით დასკვნას”, – განაცხადა მინისტრმა მედიასთან საუბარში.

15 დეკემბერს ევროკომისია გამოაქვეყნებს პროგრესის ანგარიშს იმის შესახებ, თუ როგორ ასრულებს საქართველო ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალიწინებულ მოთხოვნებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი