ახალი ამბები

მარგველაშვილი თურქმენეთში ერდოღანთან და სხვა ლიდერებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს

11 დეკემბერი, 2015 • 1310
მარგველაშვილი თურქმენეთში ერდოღანთან და სხვა ლიდერებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი აშხაბადში, თურქმენეთის ნეიტრალიტეტის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. პრეზიდენტი აშხაბადში დღეს, 11 დეკემბერს ჩაფრინდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მარგველაშვილი კონფერენციაზე – “ნეიტრალიტეტის პოლიტიკა: საერთაშორისო თანამშრომლობა მშვიდობის, უსაფრთხოებისა და განვითარებისათვის”  სიტყვით გამოვა.

პრეზიდენტი თურქმენეთში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს – მათ შორის თურქმენეთის პრეზიდენტ გურბანგულ ბერდიმუჰამედოვთან, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან, ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტთან აშრაფ ღანისთან, მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტთან ნიკოლაე ტიმოფტისთან, ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ  ემომალი რაჰმონთანდა ყირგიზეთის რესპუბლიკის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის მოადგილე ლი იუანჩაოსთან  და ირანის პირველ ვიცეპრეზიდენტ ეშაკ ჯაჰანგირთან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი