ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მარგველაშვილი ევროპაში უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილებას აფხაზებსა და ოსებს ულოცავს

2 თებერვალი, 2017 • 3660
მარგველაშვილი ევროპაში უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილებას აფხაზებსა და ოსებს ულოცავს

“ვულოცავ ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას საქართველოს მოქალაქეებს, აფხაზ და ოს თანამემამულეებს, რომლებსაც ეს შედეგები შეეხებათ”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დიმპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მასპინძლობის დროს.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროპარლამენტის კენჭისყრის შემდეგ დიპლომატებს მიმართა და ევროპარლამენტარებს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა მივულოცო ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესში. მე მინდა მადლობა ვუთხრა ევროპარლამენტარებს ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის. მინდა მადლობა ვუთხრა ევროპის ელჩებს, რომლებიც მუშაობდნენ ამ მიღწევისთვის. მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს მთავრობას, აღმასრულებელს და საკანონმდებლოს, როგორც მოქმედს, ასევე წინა ხელისუფლებებს, იმ მუშაობისთვის, რაც მათ გასწიეს ამ მნიშვნელოვანი მიღწევისათვის. ამ მიღწევის შედეგებს არა მარტო ქართველები, არამედ მთელი ევროპა მოიმკის გამომდინარე იმ მნიშვნელოვანი წვლილიდან, რასაც ქართველები, ქართული კულტურა, საქართველოს მოქალაქეები ითამაშებენ ევროპაში და იმ მნიშვნელოვანი წვლილისგან, რასაც ევროპელები თამაშობენ ქართულ რეალობაში.

მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენი ოსი და აფხაზი თანამოქალაქეებიც ამ შედეგების მომსწრენი და ამ შედეგების მომხმარებლები იქნებიან!”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი