ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მარგველაშვილი: რუსეთის დაფინანსებით ერედვში დევნილი მოსახლეობის სახლებს ანგრევენ

22 სექტემბერი, 2017 • 3260
მარგველაშვილი: რუსეთის დაფინანსებით ერედვში დევნილი მოსახლეობის სახლებს ანგრევენ

“ოკუპირებულ სოფელ ერედვში რუსეთის ფედერაციის დაფინანსებით ხდება დევნილი მოსახლეობის სახლების ნგრევა, რაც მიზნად ისახავს ქართული მოსახლეობის კვალის ამოშლას საქართველოს ამ ძირძველი ტერიტორიიდან”, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.

„ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც განხორციელდა ეთნიკური წმენდა, საოკუპაციო ძალა ახორციელებს მორიგ ვანდალურ ქმედებებს, რომლებიც მიმართულია როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების წინააღმდეგ.

ეს არის 2008 წელს განხორციელებული ეთნიკური წმენდის პოლიტიკის გაგრძელება და ქმედება მიმართული ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისაკენ. ეს არის დანაშაული მშვიდობიანი მოსახლეობის წინაშე, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებამ უმკაცრესი შეფასება უნდა მისცეს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი