ახალი ამბები

სასამართლო: მოსამართლე კოჭლამაზაშვილზე ბრალდებებს გამოძიებამ დასაბუთებული პასუხი უნდა გასცეს

10 დეკემბერი, 2015 • 2085
სასამართლო: მოსამართლე კოჭლამაზაშვილზე ბრალდებებს გამოძიებამ დასაბუთებული პასუხი უნდა გასცეს

დღეს, 10 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლში გამართულ ბრიფინგზე მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა განაცხადა, რომ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულთა ოჯახის წევრების განცხადება მოსამართლის მიერ ქრთამის აღების შესახებ, უზომოდ შეურაცხმყოფელია. დღევანდელ ბრიფინგს თბილისის საქალაქო სასამართლოს სხვა მოსამართლეებიც ესწრებოდნენ.

საქმე ეხება გუშინ, 9 დეკემბერს, კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულების, ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის ოჯახის წევრების განცხადებებს. მათი თქმით, საეჭვოა ის გარემოება, რომ კოჭლამაზიშვილმა იპოთეკური სეხსი წინსწრებით დაფარა. ისინი ამ ფაქტს მათი ოჯახის წევრების საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას უკავშირებენ.

“აქვს აღებული დიდი ოდენობით თანხა, აქ არის 10 ათასობით დოლარზე საუბარი, ორი იპოთეკური სესხი ჰქონდა და გუშინ ზუსტად მოხდა ამ სესხების დაფარვა წინმსწრებად,”– ამბობს ირინა ცააძე.

სასამართლომ მათ განცხადებებს წერილობით უპასუხა, დღეს კი ბრიფინგი გამართა:

“უზომოდ შეურაცხყოფილი ვარ ასეთი უზნეო, უსინდისო და შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელებით, რომელშიც მსჯავრდებულთა ოჯახის წევრებთან ერთად, სამწუხაროდ, მონაწილეობა მიიღო ადვოკატმა ველიჯანაშვილმა. მათ მიერ დასმულ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა მათ თავისუფლად შეეძლოთ ჩემს ქონებრივ დეკლარაციაზე დაყრდნობით. საინტერესესოა, ვისგან უნდა ამეღპ ქრთამი მამამტყუნებელი განაჩენის გამოტანაში. მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ის დაზარალებული მხარეა, რომელიც თავად არანაკლებ უკმაყოფილო დარჩა ჩემ მიერ მიღებული გადაწყვეტილებით. უფრო მეტიც, მათ განაჩენის გამოცხადების დროს პროტესტის ნიშნად დატოვეს სხდომის დარბაზი” – განაცხადა ბადრი კოჭლამაზაშვილმა.

სასამართლოს სპიკერის, გიორგი არევაძის განცხადებით კი გეგემავენ მიმართონ გამოძებას და დადგინდეს, ჩაიდინა თუ არა მოსამართლემ დანაშაული.

“მოსამართლეები მივიჩნევთმ რომ მსგავს ბრალდებებს აუცილებლად უნდა გაეცეს დასაბუთებული პასუხი საგამოძებო ორგანოების მხრიდანაც. მოვითხოვთ, გამოძიების ფარგლებში, დადგინდეს ჰქონდა თუ არა ადგილი დანაშაულის ჩადენას მოსამართლის მხრიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ არ დადასტურდება აღნიშნული, უნდა დადაგეს იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი, ვისი მხრიდანაც განხორციელდა ცრუ დასმენა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში,” – განაცხადა გიორგი არევაძემ.

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულთა მიმართ 2015 წლის ოქტომბერში გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.  ბრალდებულ გიორგი ცააძეს და ირაკლი ფირცხალავას 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, კახაბერ ნაკანს- 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ლევან ბეროძეს – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, გრიგოლ კვინიკაძეს კი დაუსწრებლად – 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მასალების გადაბეჭდვის წესი