ახალი ამბები

ეთნიკური უმცირესობებისთვის საქართველოს განათლების ახალი პოლიტიკა ექნება

9 დეკემბერი, 2015 • 1972
ეთნიკური უმცირესობებისთვის საქართველოს განათლების ახალი პოლიტიკა ექნება

განათლების სამინისტრომ ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, ეთნიკური უმცირესობების განათლების პოლიტიკის დოკუმენტი შეიმუშავა.

განათლების პოლიტიკა ეხება როგორც სკოლამდელ, ისე სასკოლო, პროფესიულ და უმაღლეს განათლებას, ასევე, პედაგოგური კადრებით უზრუნველყოფას.

დოკუმენტის განხილვის სამუშაო შეხვედრისას, რომელიც დღეს, 9 დეკემბერს გაიმართა, საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ სახელმწიფოს აღებული აქვს საერთაშორისო ვალდებულებები – საქართველოს ხელი აქვს მოწერილი ევროპის საბჭოსა და გაეროს მთავარი კონვენციების უმეტესობაზე ადამიანისა და უმცირესობათა სფეროში. ასევე აღინიშნა სტრატეგიული ხედვის მნიშვნელობა, რაც გულისხმობს ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციას, მათთვის სამართლებრივ და სამოქალაქო დონეზე თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფას და ზოგადად, სხვადასხვა კულტურის ურთიერთმიმღებლობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი