ახალი ამბები

პარლამენტმა ირაკლი შოთაძე მთავარ პროკურორად აირჩია

27 ნოემბერი, 2015 • 1291
პარლამენტმა ირაკლი შოთაძე მთავარ პროკურორად აირჩია

პარლამენტმა ირაკლი შოთაძე მთავარ პროკურორად აირჩია. შოთაძის კანდიდატურას მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 15 დეპუტატი იყო.

19 ნოემბერს საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორის არჩევნებში, რომელშიც სამი კანდიდატი მონაწილეობდა, მხარი დაუჭირა ირაკლი შოთაძის კანდიდატურას. საბჭოს 14 წევრიდან ერთმა საერთოდ არც ერთ კანდიდატს დაუჭირა მხარი, 13-მა წევრმა ხმა მისცა ირაკლი შოთაძეს, ხოლო ერთმა ხმა მისცა როგორც შოთაძეს, ასევე, ნანა რევაზიშვილს. ვლადიმერ გაბრიჩიძეს არც ერთი ხმა არ მიუღია.

ირაკლი შოთაძე 15 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა მთავარი პროკურორობის კანდიდატად დაასახელა. შოთაძეს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მთავარი პროკურორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი