13 ივნისს, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახს, “ვისოლ ჯგუფი” საცხოვრებელ სახლს გადასცემს

 

თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე    კომპანია  „ვისოლის“ ხელმძღვანელი სოსო ფხაკაძე, თბილისის მერი დავით ნარმანია და ქონების მართვის სააგენტოს უფროსი კარლო ლაფერაძე 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოქრუაშვილების ოჯახს  „ვისოლ ჯგუფის“ სახელით   საცხოვრებელ ბინას გადასცემენ. 

 

 

ოქრუაშვილების 5 სულიანი ოჯახი 13 ივნისის სტიქიას შემთხვევით გადაურჩა. ახალდაბაში წამოსულმა მეწყერმა პირველი მათი სახლი წაიღო.  ოჯახის დიასახლისი  სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა –  ნათელა ოქრუაშვილი გამთენიისას მეზობლებმა ეზოში ნანგრევებში იპოვეს. უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახს „ვისოლ ჯგუფმა“ თბილისში, ოჟიოს ქუჩაზე სამოთახიანი ბინა შეუძინა.

 

„ვისოლ ჯგუფის“  ინიციატივით, 24 ნომებერს მთელი დღის  მანძილზე  ვინც  თამარაშვილის ავტოგასამართ სადგურზე  ჩაასხამს საწვავს   – ერთ ლარს  „ვისოლ ჯგუფი“  ოქრუაშვილების ოჯახს საჭირო ნივეთების შესაძენად გადაურიცხავს.

 

ისევე, როგორც ყველა პირველი კატეგორიის დაზარალებულ ოჯახს, ოქრუაშვილების ოჯახსაც თბილისის მერიიდან   –  10 500 ლარი  ჩაერიცხება.  

 

„ვისოლ ჯგუფმა“  სტიქიის შედეგად დაზარლებული ოჯახების დასახმარებლად, სტიქიიდან პირველივე დღეებში ჩარიცხა 10 000 ლარი.  ხოლო, სუპერმარკეტი “სმარტი” სტიქიის შედეგად უსახლკაროდ და  საარსებო სახსრების გარეშე დარჩენილებს საკვები პროდუქტებით ამარაგებდა. “ვენდი” და “დანკინ დონატსი” დაზარალებულ ბავშვებს მასპინძლობდა და ცდილობდა სტრესი მცირედით მაინც შეუმსუბუქებინა მათთვის.

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


რეკლამა , პრესრელიზი