ახალი ამბები

გოგა ხაჩიძე: ნაცმოძრაობის წარმომადგენლებმა girchi.ge დაირეგისტრირეს, რომ ჩვენ არ ავიღოთ

5 ნოემბერი, 2015 • • 4200
გოგა ხაჩიძე: ნაცმოძრაობის წარმომადგენლებმა girchi.ge დაირეგისტრირეს, რომ ჩვენ არ ავიღოთ

“დღეს ქვეყანაში მოხდა სამი მნიშვნელოვანი ამბავი: პირველი მნიშვნელოვანი ამბავი არის ის, რომ საზოგადოებამ გაიგო, რომ ჩვენს პოლიტიკურ ორგანიზაციას ქვია “ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი”. მეორე მნიშვნელოვანი ამბავი ის გახლავთ, რომ ქვეყანას ესტუმრა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ბატონი ილჰამ ალიევი. ხოლო მესამე ამბავი მნიშვნელოვანი არის იმიტომ, რომ ძალიან სასაცილოა. ესე იგი, როგორც კი გაიგო საზოგადოებამ, რომ ჩვენ დავირქვით “გირჩი”, ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები, მთავარი ოპოზიციური ძალის წარმომადგენლები გაიქცნენ “კავკასუს ონლაინში” და დომეინი girchi.ge დაირეგისტრირეს თავის თავზე, რომ ჩვენ არ ავიღოთ. აი, რა გინდათ? რამ გაგამწარათ? არც “ერთიანი” დავირქვით, არც “ნაციონალური” არც “მოძრაობა”. დავირქვით “გირჩი”. რაში გჭირდებათ ეს girchi.ge? რა გირჩის უნახავებივით იქცევით? რა გჭირთ, გამაგებინეთ,” – აცხადებს გოგა ხაჩიძე.

 

???კომენტარში დამადასტურებელ სქრინს დავდებ :)

Posted by Goga Khachidze on Thursday, November 5, 2015


“კავკასუს ონლაინში” ნეტგაზეთს უთხრეს, რომ დომეინები girchi.ge და gircha.ge დღეს ნაციონალური მოძრაობის პრესამსახურის თანამშრომელმა გიორგი ქართველიშვილმა დაარეგისტრირა.


ქართველიშვილი გოგა ხაჩიძეს ფეისბუკზე პასუხობს და აცხადებს, რომ დომეინს ნებისმიერს მიჰყიდის, ვინც 15 ათას ლარს გადაუხდის. მისი თქმით, ეს ლეგალური ბიზნესია და ნაციონალურ მოძრაობას ამ ფაქტთან კავშირი არ აქვს.

 

პასუხი გირჩელ Goga Khachidzeმე გიორგი ქართველიშვილს მაქვს ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანია ინტაიტი რომლითაც ვემსახურ…

Posted by Giorgi Kartvelishvili on Thursday, November 5, 2015


გოგა ხაჩიძე აცხადებს, რომ გიორგი ქართველიშვილი ნაციონალური მოძრაობის პრესამსახურში მუშაობს და დომეინის შეძენაც სწორედ ამიტომ შედის ამ პარტიის ინტერესებში.

 

ქართველ, ეს რა დაგაწერინეს?! ?ერთი ურთმელიძის მიერ დედის უარყოფა გამიკვირდა და მეორე შენგან, იმის თქმა, რომ ნაც-მოძრაობის პრეს-სამსახურში არ მუშაობ.ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჟურნალისტებთან ტეხავს :)

Posted by Goga Khachidze on Thursday, November 5, 2015

 

ხაჩიძის საპასუხოდ გიორგი ქართველიშვილმა კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ 15 ათას ლარად დომეინის გაყიდვა ხუმრობა იყო. როგორც ნაციონალური მოძრაობის პრესამსახურის თანამშრომელი მორიგ პოსტში წერს, დომეინის შეძენით მან გოგა ხაჩიძეს მიანიშნა, რომ მოუმზადებლები იყვნენ.

 

Goga Khachidze სად ნახე ნათქვამი, რომ ნაცმოძრაობასთან არ ვმუშაობ ?საიდან მოიტანე? მეგონა იუმორი მაინც გქონდა შე კაცო….

Posted by Giorgi Kartvelishvili on Thursday, November 5, 2015


“ახალი პოლიტიკური ცენტრის – გირჩის” ოფისის გახსნის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. ეს პოლიტიკური ორგანიზაცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან 2015 წლის მაისში წასულმა დეპუტატებმა – ზურაბ ჯაფარიძემ, პავლე კუბლაშვილმა, გოგა ხაჩიძემ და გიორგი მელაძემ შექმნეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი