ახალი ამბები

Vogue-ის ახალი ბლოგპოსტი ქართველი მოდური ქალების შესახებ

5 ნოემბერი, 2015 • • 2459
Vogue-ის ახალი ბლოგპოსტი ქართველი მოდური ქალების შესახებ

ბლოგერი შემდეგ გვთავაზობს რამდენიმე ქართველი ქალის ინსტაგრამ ანგარიშს, რომლებსაც მისი აზრით, მოდის მოყვარულები უნდა “აედევნონ”.

 

სიაში პირველ ადგილს ამერიკაში მოღვაწე ქართველი დიზაინერი ქეთევან გვარამაძე იკავებს. გვარამაძის ერთ-ერთი დამკვეთი თავად Vogue-ია, საქართველოში კი ის თამუნა ინგოროყვასთან თანამშრომლობს.

 

 

A photo posted by Ketevan Gvaramadze (@ketevan1) onOct 28, 2015 at 3:08pm PDT

 

“ჰკითხეთ ქართველ ქალებს, რომლების მოდის სფეროში არიან, თუ რომელ ანგარიშს უნდა ადევნოთ თვალი ინსტაგრამზე და დიდი შანსია, რომ ისინი ნინო ელიავას გირჩევენ”- წერს ბლოგერი ნინო ელიავაზე. ნინო ელიავა ონლაინ მაღაზიის More is Love დამაარსებელია.

 

 

A photo posted by Nino Eliava (@ninoeliava) onOct 26, 2015 at 11:33pm PDT

 

სიაში მოხვდა ფოტოგრაფი მარიამ სიჭინავა, დიზინერი მარიამ კობერიძე, მოდელი თაკო ნაცვლიშვილი. ასევე რუსეთში მოღვაწე მოდის დიზაინერები ელენე მეტრეველი და ანკა ციციშვილი. ასევე თამუნა წიკლაური, რომელიც ბლოგპოსტში “მოდური დედიკოს” სტატუსით მოხვდა.

 

 

ბლოგერის რჩეულებშია ასევე, ლენკა ციციშვილი, რომელიც თბილისში Pierrot Le Fou-ს მაღაზიას ფლობს.

 

 

A photo posted by Pierrot le Fou (@pierrotlefou123) onJun 28, 2015 at 3:12am PDT

მასალების გადაბეჭდვის წესი