ახალი ამბები

კობახიძე აუდიოჩანაწერებზე: ეს არის მძიმე დანაშაულის დაგეგმვა ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად

30 ოქტომბერი, 2015 • 1207
კობახიძე აუდიოჩანაწერებზე: ეს არის მძიმე დანაშაულის დაგეგმვა ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად

“უდანაშაულო ფოტოგრაფებს ფოტოების გავრცელება არ აპატიეს, უდანაშაულო ირაკლი ბათიაშვილს რაღაც, გაუგებარი ბრალდება- “ინტელექტუალური დახმარება” წაუყენეს და ციხეში გამოკეტეს, სწორედ გვარამიას ხელისუფლებაში ყოფნის დროს…კიდევ ბევრს ჩამოვთვლიდი, მაგრამ საჭირო არ არის, ყველამ კარგად იცის, ხოდა ახლა მთავარი ის სულ არ არის ვინ და სად გამოაქვეყნა ეს ჩანაწერი, მთავარი ამ ადამიანთმოძულეების საუბრის შინაარსია, დიახ, პირველკურსელი, ოროსანი იურისტი მიხვდება, რომ ეს დანაშაულის მომზადებაა, დაგეგმვაა, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის, კონსტიტუციური წყობის დამხობის, სისხლისღვრის, მასობრივი არეულობის და ერთადერთი მიზნით – ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ისევ ჯიჯგნონ, ადამიანების ღირსება გათელონ, ისევ იძალადონ, ქვეყანა საბოლოოდ დაშალონ! თანაც გამოდიან და უტიფრად აღიარებენ, რომ დიახ, ასეთი გეგმები აქვთ! ხოდა, ველოდები ახლა ყველა ექსპერტს, არასამთავრობოებს, ჟურნალისტებს, პრეზიდენტსაც, უცხოელებსაც – ვისაც ეს არარაობები დასცინიან და “იდიოტებად” მოიხსენიებენ, გამობრძანდით და შეაფასეთ სააკაშვილ-ბოკერია-გვარამიას გეგმები!!!!! ველოდები დავით ბაქრაძესაც – ამათი ლიდერი ისევ თუ ხართ, ბატონო დავით??? ველოდები პროკურატურას და მათ რეაგირებას! აქვთ თუ არა გარანტია ჩვენს მოქალაქეებს, რომ მათი სიცოცხლე და უსაფრთხოება დაცულია კრიმინალებისგან, ბოევიკებისგან, ზონდერებისგან???? ვინმეს კიდევ ეპარება ეჭვი, რომ ერთადერთი, ვისაც არეულობა აწყობს, ეს ნაციონალური მოძრაობაა!!! არავის, არავის მივცემთ ამ ქვეყნის არევის უფლებას, არავის!”- წერს მანანა კობახიძე.

 

გავრცელებულ აუდიოჩანაწერებში საუბარია რუსთავი 2–ის სასამართლო პროცესზე და ამ პროცესის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე. 

 

როგორც ჩანაწერებიდან ირკვევა, გვარამია სააკაშვილთან საუბრისას ამბობს, რომ მოსამართლის სავარაუდო გადაწყვეტილების აღსრულების ეშინიათ. სააკაშვილი კი ეუბნება, რომ “უნდა წახვიდეთ რევოლუციურ სცენარზე, უნდა მოუწოდოთ ხალხს დაცვისკენ, უნდა გამაგრდეთ, ბარიკადები უნდა გააკეთოთ”.

 

კიდევ ერთი ჩანაწერის თანახმად კი, სააკაშვილი ბოკერიასთან ამბობს, რომ სასამართლო რუსთავი 2–ის საქმეზე 22 მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც იმ დღესვე აღსრულდება და რუსთავი 2–ში შევლენ. სააკაშვილის განცხადებით, ეს რომ არ დაუშვან, რუსთავი 2–თან რკინის კონსტრუქციების მშენებლობა უნდა დაიწყოს: 

 

“თავისი დაცვით, გამაგრებებით, ბაევიკებით, რომ სროლის გარეშე ვერ შევიდნენ,” – ამბობს ჩანაწერი სააკაშვილი. გიგა ბოკერია კი პასუხობს, რომ “ბაევიკები” მათ არ ჰყავთ და ემზადებიან, რომ პარტიამ დააყენოს. 


გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე განმარტებები გააკეთეს როგორც ნიკა გვარამიამ და გიგა ბოკერიამ, ასევე მიხეილ სააკაშვილმაც.



მასალების გადაბეჭდვის წესი