ახალი ამბები

ეროვნული ბანკი: 2015 წლის სექტემბერში ფულადი გზავნილების მოცულობამ 32.9 %-ით იკლო

16 ოქტომბერი, 2015 • • 1199
ეროვნული ბანკი: 2015 წლის სექტემბერში ფულადი გზავნილების მოცულობამ 32.9 %-ით იკლო

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2015 წლის სექტემბერში საქრთველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 88.6 მლნ აშშ დოლარია (212.5 მლნ ლარი).

 

ეროვნული ბანკის დღევანდელი, 16 ოქტომბერს, გამოქვეყნებული ინფორმააციის მიხედვით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.3 პროცენტი იმ 13 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ სექტემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.


იმავე 13 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების 92.9 პროცენტი მოდიოდა.


2015 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 13.8 მლნ აშშ დოლარი (33.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 14.9 მლნ აშშ დოლარისა (25.9 მლნ ლარისა) გასული წლის სექტემბერში, აცხადებს ეროვნული ბანკი.

2015 წლის სექტემბერში ფულადი გზავნილების მოცულობა
2015 წლის სექტემბერში ფულადი გზავნილების მოცულობა

მასალების გადაბეჭდვის წესი