ახალი ამბები

აშშ-ს სენატი აზერბაიჯანში ელჩად მეთიუ ბრაიზას კანდიდატურას უყრის კენჭს

22 სექტემბერი, 2010 • 1020
აშშ-ს სენატი აზერბაიჯანში ელჩად მეთიუ ბრაიზას კანდიდატურას უყრის კენჭს

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა აზერბაიჯანის ელჩის თანამდებობაზე მეთიუ ბრაიზას კანდიდატურა მოიწონა. მისი საბოლოო დამტკიცება რამდენიმე დღეში სენატში კენჭისყრის შედეგად მოხდება. ბრაიზა 2005-09 წლებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე იყო ევრაზიის საკითხებში, მოგვიანებით კი ამერიკას წარმოადგენდა მინსკის ჯგუფში, რომელსაც ყარაბახის კონფლიქტის მოგვარება ევალება.

მასალების გადაბეჭდვის წესი