შსს: სარფში მიკროავტობუსის სახურავში მოწყობილ სამალავში ორი ქალი აღმოჩნდა

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა საზღვრის უკანონო კვეთის მცდელობის და საზღვარზე მიგრანტის უკანონო გადაყვანის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.

გამოძიების ცნობით, 32 წლის გიორგი ც.-ს მის კუთვნილ “ფორდ-ტრანზიტის” მარკის მიკროავტობუსის სახურავში მოწყობილი ჰქონდა სპეციალური სამალავი, რომლის საშუალებითაც მოქალაქეების საზღვარზე უკანონოდ გადაყვანას ცდილობდა.

 

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა მიკროავტობუსის დათვალიერებისას აღმოჩინეს ფარული სამალავი, მასში დამალული 32 წლის ნაირა ა. და 28 წლის ფერუზა კ. ეს უკანასკნელი უზბეკეთის მოქალაქეა. გამოძიების ცნობით, ისინი ფარულად, უკანონოდ ცდილობდნენ თურქეთის ტერიტორიაზე გადასვლას.

 

გამოძიება გიორგი ც-ს მიმართ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონო გადაყვანის (სსსკ-ის 344-ე მუხლის პრიმა მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით), ხოლო ნაირა ა. და ფერუზა კ-ს მიმართ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტი).

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი