ახალი ამბებირეკლამა

რა შენდება დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ

12 ივნისი, 2019 • 4030
რა შენდება დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ

სიახლეზე უნდა ვისაუბროთ, ამიტომ საკითხის ტექნიკური ნაწილი თავიდანვე მოკლედ მიმოვიხილოთ.

დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ, აღმაშენებლის ხეივანთან არსებული 2 ტერიტორია (სულ 7 648კვ.მ, საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა), რომელსაც ამჟამად „კია მოტორსის“ ავტომომსახურების ცენტრი იყენებს, სამშენებლო კომპანია „ანაგის“ საკუთრებაა. იმავე კომპანიას ეკუთვნის აღნიშნული მიწის ნაკვეთების მიმდებარე მესამე ნაკვეთიც (9 623 კვ.მ, სარეკრეაციო ზონა). „კია მოტორსს“ ტერიტორია დროებით სარგებლობაში აქვს გადაცემული.

ამბავი ასეთია: მოძველებული და ერთფუნქციური შენობა, ახალი, მრავალფუნქციური ორანჟერეით უნდა ჩანაცვლდეს. შესაბამისად, დახურული სივრცე გაიხსნას დასაერთო სარგებლობის გახდეს. სამუშაოების ფარგლებში, არცერთი ხე არ მოიჭრება. მეტიც, უნდა დაირგოს 150-მდე ახალი ხე–მცენარე, რომელიც ტყე-პარკის ტერიტორიას შეემატება. „ანაგმა“ პროექტის შემუშავება კომპანია „სტუდია 9“-ს დაუკვეთა.

სანამ საკითხის დეტალებზე გადავალთ, გეტყვით, რომ გასული წლის 20 ივნისს თბილისის არქიტექტურის სამსახურთან მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები შეთანხმდა. სამუშო პროცესში პროექტი უფრო დაიხვეწა და საბოლოო სახით, 2018 წლის სექტემბერში დამტკიცდა.

პროექტის შესახებ მისი ავტორი, „სტუდია 9„-ის საპროექტოს მთავარი არქიტექტორი და თბილისის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, მამუკა ჩხაიძე საუბრობს.

თემურ ჩხაიძე

თემურ ჩხაიძე

[checklist]

  •  რას გულისხმობს ორანჟერეა და როგორია პროექტი?

[/checklist]

წარმოიდგინეთ ზამთრის ბაღი… უფრო ზუსტად კი, დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ, ღია სივრცეში არსებული გადახურული პარკი, რომელიც მთლიანად ლანდშაფტურ ზონას წარმოადგენს. თანაც, დიდი პარკისგან განსხვავებით, აქ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ამინდში შეგიძლიათ ისეირნოთ მეგობრებთან, ოჯახთან ერთად, დაისვენოთ და გაერთოთ. მრავალფუნქციური ორანჟერეა სხვადასხვა კულტურულ-გასართობ სივრცეებს აერთიანებს. აქ მოეწყობა გამოფენები, კონცერტები, ქალაქის მნიშვნელოვანი ღონისძიებები. მეტიც, სცენის კაპიტალურობიდან გამომდინარე, ორანჟერეაში თეატრალური სპექტაკლების გამართვაც კი იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, მინდა, ხაზი ერთ სასიამოვნო გარემოებასაც გავუსვა. ტურისტები ჩვენს დედაქალაქში, პირველყოვლისა, ძველი თბილისით ინტერსდებიან ხოლმე. ორანჟერეა ამ მხრივაც მნიშვნელოვანია, რადგან მის არიქტექტურაში წარმოდგენილი იქნება ძველი ქალაქის ფრანგმენტები, რომლებიც თბილისურ ხასიათს წარმოაჩენენ.

პროექტის თანახმად, პარკის ინტერიერი და ექსტერიერი ერთ მთლიანობას წარმოადგენს. დღევანდელი მოცემულობისგან განსხვავებით, ტერიტორია არ შემოიღობება და არასდროს იქცევა ჩაკეტილ ზონად. ის ქალაქის თითოეული მაცხოვრებლისა და სტუმრისთვის ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება.

[checklist]

  • ნაკვეთი, რომელზეც ორანჟერეა უნდა მოეწყოს, ფუნქციური ზონის სტატუსიდან გამომდინარე, მსგავსი ტიპის მშენებლობას ექვემდებარება?

[/checklist]

რა თქმა უნდა. ტერიტორიას 2011 წელს საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსი მიენიჭა, რაც მსგავსი ტიპის მშენებლობას შესაძლებელს ხდის. „ანაგმა“ ნაკვეთი 2012 წელს იყიდა.

[checklist]

  • ბატონო მამუკა, პროექტის განხორციელება აღნიშნულ ტერიტორიაზე ხეების გაჩეხვას სრულად გამორიცხავს?

[/checklist]

ამას, ფუნქციიდან გამომდინარე, თავად პროექტი გამორიცხავს. დღესდღეობით, დაბეტონებული ნაკვეთის პირობებში, ხეებზე საუბარიც ზედმეტია. პროექტის განსახორციელებლად  მხოლოდ ხეების არ მოჭრა კი არ იგემგება, ორანჟერეის მიზანი უფრო მეტი მცენარეა. ორანჟერეის შიდა სივრცესთან ერთად, ახალი მცენარეები გარე ტერიტორიაზეც უნდა დავრგოთ, ძველები კი, შევინარჩუნოთ. დენდროლოგები დეტალურად სწავლობენ არეალს, რათა ზუსტად გაარკვიონ, რომელ მცენარეს რა პერსპექტივა ექნება და როგორ შეასრულებს მინიჭებულ ფუნქციას. საუბარია ეგზოტიკურ მცენარეებზე, რომლებსაც ტყე-პარკში ვერ შეხვდებით. არ მგონია, ვინმეს ეს იშვიათი მრავალფეროვნება არ მოეწონოს.

[checklist]

https://www.youtube.com/watch?feature=youtu.be&v=QmJiyRQHMxA&fbclid=IwAR21uNercc6xHBmCBiXbzjrIY_YO3MzQjh9dpnb2y-w1eqpdrPR6uDxWoyA&app=desktop

  • როგორ ფიქრობთ, ეს მშენებლობა მიმდებარე ტერიტორიაზე სხვა ტიპის მშენებლობების წამოწყების მიზეზი ხომ არ გახდება?

[/checklist]

ჩვენ ვთავაზობთ მერიას, უარი თქვან ყოველგვარ მშენებლობაზე დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე, რადგან არც ერთი კვადრატული მეტრი არ იყოს გამოყენებული ისეთი კერძო ინტერესისთვის, რომელიც თუნდაც მცირე ტერიტორით სარგებლობას შეუზღუდავს ქალაქის მაცხოვრებლებსა და სტუმრებს. ამ ტერიტორიაზე მშენებლობის განვითარება კატეგორიულად მიუღებელია.

7 648 კვ.მ-დან უშუალოდ „კია მოტორსის“ ავტოსალონს 4 900 კვ.მ. უკავია. მშენებლობის დაწყების და გაგრძელების პრეცედენტი რომ არ გაჩენილიყო, კომპანიამ გადაწყვიტა, ორანჟერეა, მეტწილად, არსებული შენობის გაბარიტებში ჩაესვა და დამატებით გაეგრძელებინა მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც დღეს „კია მოტორსი“ სხვდასხვა მასალის განსათავსებლად იყენებს. მოკლედ, ორანჟერეა მხოლოდ ამ 2 ნაკვეთს იკავებს და გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამის გარდა, სხვა ტიპის მშენებლობა და მშენებლობის სამომავლო განვითარება იდეის დონეზეც არ განიხილება. ეს მკაცრადაა განაზღვრული თავად „ანაგისთვის“ და მერიასთანაც ასეა შეთანხმებული.

[checklist]

  • ხსენებული ნაკვეთის გვერდითანაგისსაკუთრებაში არსებული მეორე ნაკვეთიც მდებარეობს. რა ბედი ეწევა ამ ნაკვეთს?

[/checklist]

„ანაგის“ საკუთრებაში არსებული 9 623 კვ.მ ტერიტორია, კომპანიის გადაწყვეტილებით, ხელუხლებლად რჩება პარკის საერთო სარგებლობაში.

ორანჟერეა - რენდერი

ორანჟერეა – რენდერი

[checklist]

  •  ბატონო მამუკა, რომ შევაჯამოთ, დიღმის ტყეპარკის მიმდებარედ მრავალფუნქციური ორანჟერეის მოწყობა მოსახლეობის ინტერესს ხომ არ დააზიანებს და შეძლებს თუ არა ახალი პარკი, ორგანულად შეერწყას არსებულ ლანდშაფტს?

[/checklist]

ნაცვლად იმისა, რომ არსებული შენობა დაეტოვებინათ, ჭერი გადაეღებათ ან უბრალოდ შეერემონტებინათ, შინაარსობრივად არაფერი შეეცვალათ და ობიექტი მხოლოდ კომერციული მიზნებისთვის გამოეყენებინათ (რაც, კანონით, შესაძლებელი იყო), გადაწყვეტილება სხვაგვარი მიიღეს. ტექნოლოგიურად, დამკვეთს მდგომარეობა გაურთულდა. შენობა, ორანჟერეის მოსაწყობად, მთლიანად უნდა დაინგრეს და თავიდან, სხვა პრინციპებითა და მიდგომებით აშენდეს: მოეწყოს ტექნიკური სართული, სადაც მთელი სარწყავი სისტემა დამონტაჟდება, შენობა მინით გადაიხუროს, რათა მცენარეებამდე მზის სხივებმა მიაღწიოს, შენარჩუნდეს ჰავა, გაკეთდეს შადრევანი, შიდა გადაადგილებისთვის მოეწყოს ქვაფენილიანი ქუჩა და მივიღოთ საბოლოო შედეგი – განვითარდეს ეკოლოგიური და საპარკე ინფრასტრქუტურა, რომლებიც ერთმანეთს შეერწყმება.

ჩვენი საპროექტო მზადაა, სამომავლოდ მერიას წინადადებით მიმართოს და პარკის მთელი კონცეფცია შეიმუშაოს. ვთვლით, რომ ახლა სწორედ პარკის კონცეფციის ერთ ნაწილს ვაშენებთ.

[checklist]

  • თქვენი ინფორმაციით, ჰქონდა თუ არა კომპანიას კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან და როგორ ფიქრობთ, რამდენად პოზიტიურად შეხვდებიან ისინი ასეთი კომპლექსის არსებობას?

[/checklist]

კომპანია „ანაგი“ და ასევე, პროექტის ავტორები უახლოეს დღეებში ვაპირებთ მოსახლეობასთან შეხვედრა გავმართოთ და პროექტის შესახებ ინფორმაცია პირადად გავაცნოთ. ჩვენ მოვამზადეთ ვიდეორგოლიც, სადაც მთლიანად არის ახსნილი და ნაჩვენები პროექტის დეტალები. ვიმედოვნებ რომ იმ სიმახინჯეს, რომელიც ქალაქის ამ უბანში არსებობს, ყველა ადამიანი ნამდვილად არჩევს ასეთი რესპექტაბელური კომპლექსის არსებობას, რომელიც შესაძლოა, ქალაქის სავიზიტო ბარათიც გახდეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი