ახალი ამბები

პრეზიდენტი ჭიათურაში მიმდინარე შრომითი დავის საკითხს არ უნდა ეხებოდეს – ზურაბიშვილი

23 მაისი, 2019 • 1134
პრეზიდენტი ჭიათურაში მიმდინარე შრომითი დავის საკითხს  არ უნდა ეხებოდეს – ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვის საკითხს არ უნდა ეხებოდეს.

როგორც ზურაბიშვილი Facebook-ზე წერს, ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების ნორმები დაცული უნდა იყოს და ამ მიმართულებით ევროპული სტანდარტების დანერგვა აუცილებელია.

“პრეზიდენტი არ უნდა ეხებოდეს ჭიათურაში მიმდინარე შრომითი დავის საკითხს. ამავე დროს, მიმაჩნია, რომ ხაზი უნდა გაესვას ევროპული სტანდარტის დანერგვის აუცილებლობას და პირველ რიგში, როცა ეს ეხება შრომის უსაფრთხოებას, რომელიც მაღაროებში ძალიან აქტუალურია. თანამედროვე ევროპული საქართველო თავის მოსახლეობას ისეთ სამუშაო გარემოს უნდა უქმნიდეს, რომ ადამიანის სიცოცხლე, ღირსება და ჯანმრთელობა ეფექტურად იყოს დაცული,”-წერს ზურაბიშვილი.

ჭიათურის მაღაროელები მერვე დღეა გაფიცულები არიან. მათი ნაწილი პროტესტის ნიშნად შიმშილობს. როგორც ერთ-ერთი გაფიცულმა დასაქმებულმა, ლალი ხვედელიძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რამდენიმე მაღაროელმა პირიც ამოიკერა.

მაღაროელები კომპანიას ხელფასის 50%-ით გაზრდას სთხოვენ, რასაც დამსაქმებელი არ თანხმდება. ჯორჯიან მანგანეზი დასაქმებულებს ხელფასის 15%-ით გაზრდას ახლავე სთავაზობს, ხოლო მომდევნო წლიდან- კიდევ 10%-ით, ანუ, ჯამში, 30%-ით. კომპანიის შეთავაზება გაფიცული მაღაროელებისთვის მიუღებელია და აგრძელებენ პროტესტის უკიდურეს ფორმას.

მასალების გადაბეჭდვის წესი