რვა უბნის მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი მარნეულში, ზაურ დარგალი, პირველივე ტურში იმარჯვებს და მეორე რაუნდის გარეშე ხდება მარნეულის მერი.
ამ ეტაპზე, 19 მაისის 23:15 საათის მონაცემებით, მარნეულის 22-ე ოლქის რვა უბანზე, — მე-5, მე-6, მე-19, 45-ე, 64-ე, 67-ე, 86-ე და 87-ე უბნებში — 1879 ხმა აქვს მიღებული. „ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა აჰმედ იმამყულიევმა 124 ხმა მიიღო, ენმ-ის კანდიდატმა აგილ მუსტაფაევმა კი- 210.
ჯამში, ამ რვა უბანზე 2241-მა ადამიანმა მისცა ხმა. შესაბამისად, „ოცნების“ კანდიდატმა, ამ რვა უბნის მონაცემებით, 83.8% აიღო.