ახალი ამბები

მარნეულში კაცი მოკლეს

13 ოქტომბერი, 2023 • 1392
მარნეულში კაცი მოკლეს

მარნეულში კაცი მოკლეს.

რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით, შემთხვევა 12 ოქტომბერს ნარიმანოვის ქუჩაზე მოხდა, სადაც მამაკაცი მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრების საწარმოში მუშაობდა. მკვლელობას, სავარაუდოდ, წინ უძღოდა ორ პირს შორის დაპირისპირება.

როგორც „ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი