ლეიბორისტები ბიუჯეტიდან სკოლებში ერთჯერადი კვების დაწესებას ითხოვენ

დღეს, 15 მაისს, ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ინდივიდუალური წერილით მიმართა საქართველოს პარლამენტის თითოეულ წევრს იმასთან დაკავშირებით, რომ მხარი დაუჭირონ სკოლებში ერთჯერადი კვების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას და 26 მაისამდე დააფიქსირონ თავიანთი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

ახალგაზრდა ლეიბორისტებმა პრობლემის მეტი თვალსაჩინოობისთვის პარლამენტის წინ მიიტანეს იმ ტიპის საკვები, რასაც, გაეროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 77 000 ბავშვი ღებულობს ყოველდღიურად და შეადარეს კვების იმ რაციონს, რასაც, სავარაუდოდ, დეპუტატის შვილები მიირთმევენ.

ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია მოუწოდებს პარლამენტს, დათმონ ოდნავი კომფორტი და ერთხელ მაინც გააკეთონ რაიმე ღირებული საქართველოს მომავლისათვის და მომავალი თაობებისთვის.

ლეიბორისტების დაანგარიშებით, საქართველოს 400 000 მოსწავლის ყოველ სასწავლო დღეს ერთჯერადად გამოსაკვებად საჭიროა არაუმეტეს საქართველოს ბიუჯეტის 0.6%-სა და არაუმეტეს მთლიანი შიდა პროდუქტის 0.2%-ისა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.