ახალი ამბები

მილიარდი ლარის სახელმწიფო ქონება პრივატიზებას ელოდება – თურნავა

13 მაისი, 2019 • 1044
მილიარდი ლარის სახელმწიფო ქონება პრივატიზებას ელოდება – თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ სახელმწიფო ქონების გასხვისების ტემპი დაჩქარდება და 2019 წელს საპროვატიზაციო ქონების ოდენობა 100 მლნ ლარამდე გაიზრდება. ამის შესახებ მან “Forbes-ის კვირის” ეთერში განაცხადა.

“ჩვენი ამოცანაა, ეკონომიკა უფრო სწრაფად განვავითაროთ. არის ეს შესაძლებელი?! დიახ, ჩვენ ამის რეზერვები გვაქვს. იმისთვის, რომ ზრდა დაჩქარდეს, ეკონომიკის სამინისტროს მიზანია ჯერ კიდევ გამოუყენებელი რეზერვი ჩავრთოთ ბრუნვაში. რა არის ეს რეზერვი?! მაგალითად, სახელმწიფო ქონება. წინასწარი შეფასებით, მილიარდი ლარის აქტივი სახელმწიფო ქონება ჯერ კიდევ ელოდება პრივატიზებას, შესაბამისად,  ელოდება ინვესტორს. მეორე მხრივ, არის ძალიან მაღალი ინტერესი ინვესტორების მხრიდან. მათ უნდათ სხვადასხვა აქტივი შეიძინონ, ჩადონ ფული და აწარმოონ ბიზნესი. პრივატიზაციის ძალიან დაბალი გეგმა გვაქვს. ახლა სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოსთან ვმუშაობთ, შედეგად, პრიტვატიზაციის ტემპი ცალსახად გაიზრდება. წელს გეგმით გათვალისწინებულია 70 მლნ ლარი, თუმცა შესაძლებელია 100 მლნ ლარამდე გაზრდა,” – უთხრა ნათია თურნავამ “Forbes-ის კვირას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი