დავიცავთ ბიუსტის გამოხატვის თავისუფლებას — გიორგი გახარია

„როგორც მაშინ მომიტინგეების გამოხატვის თავისუფლებას ვიცავდით, დღესაც დავიცავთ ამ ბიუსტის გამოხატვის თავისუფლებას“, — თქვა 12 მაისს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.

გახარია გულისმხობდა საკუთარ ბიუსტს, რომელიც აქტივისტებმა 12 მაისს, კლუბ ბასიანში საპოლიციო რეიდიდან ერთი წლის თავზე დადგეს პარლამენტის წინ. ბიუსტზე დამონტაჟებულია წითელი ღილაკი. თუ ღილაკს ხელს დააჭერთ, გაიგონებთ გახარიას ცნობილ ფრაზას: „მოდით, დავიწყოთ ბოდიშით“. ეს ფრაზა გიორგი გახარიამ 2018 წლის მაისის რეიდების შემდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციების დასასრულს თქვა.

მთავრობის ადმინისტრაციაში შეკრებილმა ჟურნალისტებმა გახარიას ჰკითხეს, რას ფიქრობდა ამ საპროტესტო ჟესტზე, რაზეც მან უპასუხა:

„რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში შსს და პოლიცია პატივს სცემს გამოხატვის თავისუფლებას. ჩვენ არაერთხელ დაგვიდასტურებია და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი“.

მინისტრი გახარიას ბიუსტი „ბოდიშს იხდის“ — ერთი წელი კლუბებში სპეცოპერაციიდან

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com