12 მაისს, თბილისის ღამის კლუბებში საპოლიციო რეიდებიდან ერთი წლის თავზე პარლამენტის წინ აქტივისტებმა დადგეს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას ბიუსტი, რომელიც „ბოდიშს იხდის“.
ბიუსტზე დამონტაჟებულია წითელი ღილაკი. თუ ღილაკს ხელს დააჭერთ, გაიგონებთ გახარიას ცნობილ ფრაზას: „მოდით, დავიწყოთ ბოდიშით“. ეს ფრაზა გიორგი გახარიამ 2018 წლის მაისის რეიდების შემდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციების დასასრულს თქვა.
გახარიას სიტყვით გამოსვლის წინ აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ — “ბოდიში, ბოდიში”. გახარიამაც, მიკროფონთან მისვლისას, ასე დაიწყო სიტყვა: „მოდით, მაშინ დავიწყოთ ბოდიშით“.
გარეკანის ფოტო: რუსთავი2