ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“უკვდავი პოლკი” გალში

9 მაისი, 2019 • 1962
“უკვდავი პოლკი” გალში

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სხვა ქალაქების მსგავსად, “უკვდავი პოლკის” მსვლელობა გალის რაიონშიც გამართეს. მასში მონაწილეობა ქალაქის დე ფაქტო ხელისუფლების წევრებმა და ადგილობრივმა მოსახლეობის ნაწილმა მიიღო.

ფოტო: გალის ტელევიზია

გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია “უკვდავი პოლკის” მსვლელობაზე; ფოტო: გალის ტელევიზია

“უკვდავი პოლკის” მთავარ მიზნად დეკლარირებულია მეორე მსოფლიოს ომის მონაწილეთა ხსოვნის უკვდავყოფა. ინიციატივას დღევანდელი სახით საფუძველი ჩაეყარა 2011 წელს რუსეთში, პირველი მსვლელობა კი, ტრანსპარანტებითა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ახლობლებისა და ოჯახის წევრების ფოტოებით, 2012 წლის 9 მაისს გაიმართა. ოფიციალური ინფორმაციით, “უკვდავი პოლკი” არაკომერციული და არაპოლიტიკური ინიციატივაა, თუმცა მასში ყოველ წელს მონაწილეობენ რუსი მაღალჩინოსნები, მათ შორის, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი